სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფელ ასურეთში მდებარე მემორიალი და დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკო. ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მანგლისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგი მალხაზიშვილმა და მამა შენგელი გოცირიძემ გადაიხადეს.
„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა მარადიულია და ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს გმირობა“, - განაცხადა მიხეილ აფციაურმა.
სექ 23 ოთხ 2026
408
სექ 22 სამ 2026
433
აგვ 20 ხუთ 2026
1291




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა