თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2015-08-13

 

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით,საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელწიფო ჯილდო „დიდგორის ჯვარი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.

ვრცლად
2015-08-13

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაბამის უწყებას ისტორიული მნიშვნელობის ადგილის ინფრასტრუქტურულად განვითარება დაავალა.

ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა ,ყოველწლიურად ყველა სკოლის დირექტორს დაევალოს მოსწავლეების ჩაყვანა დიდგორის ველზე, რადგან ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობების აღზრდისათვის.

ვრცლად
2015-08-08

 

8 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ, გამგებლის მოადგილემ ლია ზურებიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით სარიევმა, საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა, რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირის ვლადიმერ დავითაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.მემორიალთან მამა პავლემ 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

ვრცლად
2015-08-07

 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლებანიძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

ვრცლად
2015-08-07

 

6 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს, ჯიუ-ჯიცუს და საბრძოლო სამბოს აკადემიის დამფუძნებელი ამერიკაში ზურაბ ბეკოშვილი, ა.ა.ი.პ. ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის“ დირექტორი ბუხულა გარდაფხაძე და ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურას გაეცნენ და სპორტის სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე ისაუბრეს.

ვრცლად
2015-08-04

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ევროკავშირის მობილური საინფორმაციო ცენტრი ეწვია.შეხვედრა შედგა გამგეობის სააქტო დარბაზში.

ვრცლად
2015-07-31

 

ქ. თეთრიწყაროს, ტყის ქუჩაზე მიმდინარეობს გზის 100 მეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობითი სამუშაოები, პარალელურად მიმდებარე ქუჩაზე შეიცვალა სასმელი წყლის მილები.

ვრცლად
2015-07-30

 

30 ივლისს, ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლების მანგლისის და კოდის საზოგადოებრივ ცენტრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართა შეხვედრა მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა საინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ.

ვრცლად
2015-07-30

 

SPPA-საქრთველო წარმოადგენს 5 წლიან პროგრამას (2014-2019), რომელიც დაფინანსებულია კავკასიაში გერმანიის ფინანსური თანამშრობლობის ფარგლებში KFW-ს მიერ. სამიზნე დაცული ტერიტორიებია: ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთი და ყაზბეგი.

ვრცლად
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1060