თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისობა 2019
26 ივლ 2019
 

26 ივლისს, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულიდმანისობა 2019“ საზეიმოდ აღინიშნა. პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებაში, შემოქმედებითი ჯგუფები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდანაც მონაწილეობდნენ. ტრადიციული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინა კოდის სათემო განათლების ცენტრმა, ხოლო საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ააიპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმამშვიდობის მტრედებმა“. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო კუთხეები, წარმოდგენილი იყო ტრადიციული სამზარეულო, ჩატარდა მასტერკლასები (ხეზე კვეთა, თექა, სახის მოხატვა), ასევე გაიმართა დოღი და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა მიწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3072
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
2265
იან 00
3095
ივლ 02 ოთხ 2025
5592
ივნ 27 პარ 2025
5429
აგვ 12 სამ 2025
5977
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
2265