15 მარტს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდების
გაძლიერება პოზიტიური ცვლილებებისთვის"” საანგარიშო პრეზენტაცია გაიმართა,
რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ
სამაშვილი, საქართველოს სტრატეგიული კვლევევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები
დაესწრნენ.
განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და ცენტრის მიერ, სამომავლოდ დასახული გეგმების შესახებ ინფორმაცია აუდიტორიას ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა პროექტების წერის, ფონდების მოძიების, აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, ლიდერობის და ა.შ. საგანმანათლებლო ტრენინგები.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ადგილობრივ ახალგაზრდებს მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობების და ინიციატივების განხორციელებაში. მერიამ 2018 წელს თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს ფუნქიონირებისათვის, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შენობა გადასცა, რომელიც ახალგაზრდებმა სხვადასხვა მცირე საგრანტო პროგრამების დახმარებით, გაარემონტეს და განათავსეს სხვადასხვა სივრცეები. დღეის მდგომარეობით, მოპოვებული გრანტების მეშვეობით, ორგანიზაციას განხორციელებული აქვს 26 677 ლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტები. ამასთანავე, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში, კულტურულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში. ცენტრში იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, ფილმის ჩვენებები, ინტელექტუალური შეჯიბრებები.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მოწვევით, ქ. თეთრიწყაროს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ეწვია, რომელიც ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს უფასოდ ასწავლის ინგლისურ ენას.
სიახლეები
თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში საანაგრიშო პრეზენტაცია გაიმართა
16 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4137
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
80
აგვ 20 ხუთ 2026
1151
ივლ 06 ორშ 2026
2042
ივლ 03 პარ 2026
1914
ივლ 02 ხუთ 2026
2285
ივლ 03 პარ 2026
1969




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































