4 თებერვალს შეხვეტილას თემის მოსახლეობასთან გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო. მერის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისა და შეხვეტილას თემისთვის გამოყოფილი ლიმიტების შესახებ.
სოფელ შეხვეტილაში, ჯვრისხევში, დიდ ნამტვრიანში, პატარა ნამტვრიანში, ქვემო ჭინჭრიანში, ზემო ჭინჭრიანში, ნაპილნარსა და არხოტში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ კოდისწყაროსა და პატარა ნამტვრიანში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სიახლეები
დასახლების საერთო კრებები შეხვეტილას თემში
04 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4062
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
81
აგვ 20 ხუთ 2026
1151
ივლ 06 ორშ 2026
2042
ივლ 03 პარ 2026
1914
ივლ 02 ხუთ 2026
2285
ივლ 03 პარ 2026
1969




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა















































