3 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: დაღეთში, სამშვილდესა და კლდეისში დასახლების საერთო კრებები გაიმართა.
დაღეთში სასმელი წყლის სისტემები და გარე განათების ქსელის მონტაჟი განხორციელდება, სოფელ სამშვილდეში გარე განათების ქსელი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ხოლო სოფელ კლდეისში სასმელი წყლის სისტემის და ავზების რეაბილიტაცია განხორციელდება.
მოსახლეობამ იმ აუცილებელ საჭიროებებზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს სოფლად ხალხის დარჩენას და დაბრუნებას.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
დასახლების საერთო კრებებს ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიახლეები
დასახლების საერთო კრებები დაღეთში სამშვილდესა და კლდეისში
03 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4106
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
81
აგვ 20 ხუთ 2026
1151
ივლ 06 ორშ 2026
2042
ივლ 03 პარ 2026
1914
ივლ 02 ხუთ 2026
2285
ივლ 03 პარ 2026
1969




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
























































