7 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე და გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ თეთრიწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ბაკურაძე შ.პ.ს თეთრიწყაროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს დირექტორს გიორგი ამურველაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად მიზანს თეთრიწყაროს სამედიცინო დაწესებულების სერვისის გაუმჯობესება წარმოადგენდა. დღეისათვის არ ფუნქციონირებს გეგმიური ქირურგიისა და სამშობიარო სერვისების განყოფილება რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ის სერვისები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს დღეისათვის სრულად ვერ უზრუნველყოფს იმ მოთხოვნებს რაც აუცილებელია სამედიცინო დაწესებულების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. მხარეებმა ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სიახლეები
შეხვედრა თეთრიწყაროს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორთან
12 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4632
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
89
აგვ 20 ხუთ 2026
1151
ივლ 06 ორშ 2026
2042
ივლ 03 პარ 2026
1915
ივლ 02 ხუთ 2026
2287
ივლ 03 პარ 2026
1970




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































