თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტის პრეზენტაცია
18 თებ 2014
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ „ქალთა ოთახში“ კერძო და საჯარო სექტორებს შორის სოციალური პარტნიორობის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩოქური, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი, სათემო ფონდი „კოდორი 2013“-ისა  და სოციალური სამსახურის სააგენტოს წარმომადგენელები. საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის პროექტის მენეჯერმა ანა დიაკონიძემ, დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობ“ის, პროექტის ასისტენტმა ხატია ქარდავამ და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა და მუნიციპალური რეფორმის პროცესში საჯარო სტრუქტურებსა და კერძო აქტორებს შორის  სოციალური პარტნიორობის განვითარების გზით“  ქვემო ქართლის კოორდინატორმა ირმა ზურაბაშვილმა  იმ დაგეგმილ პროექტზე და პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილი სოციალური საწარმოების გახსნაზე ისაუბრეს, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს.  მათივე თქმით 2014 წელს იგეგმება  პროექტში მარნეულის, თეთრიწყაროს, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ჩართავა. პროექტის მიზანია არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მყარი პარტნიორული ურთიერთობების შექმნა და მათ შორის სოციალური მომსახურების სფეროში პარტნიორობის განმტკიცება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური განვითარება-გაფართოება „სოციალური საწარმოების“ შექმნით. რაიონისთვის პრიორიტეტულ პროექტებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სოციალური სამსახურის სააგენტო მოსახლეობასთან ერთად განიხილავს. პროექტების წარდგენას მუნიციპალიტეტი შემოდგომაზე გეგმავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5146
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
2286
იან 00
3110
ივლ 02 ოთხ 2025
5607
ივნ 27 პარ 2025
5444
აგვ 12 სამ 2025
5988
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
2286