4 აგვისტოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებლის პირველი მოადგილე, ერეკლე კუხიანიძე ფონდი „ტასო“-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მოხდა ფონდისა და მისი შვილობილი ორგანიზაციის - წინწყაროს სათემო ფონდის „კოდორი 2013“ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების განხილვა. ფონდის წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწოდეს ინფორმაცია და შესაბამისი მასალა დევნილთა მოწყვლადი ჯგუფების სასიცოცხლო წყაროებით უზრუნველყოფის საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც, ევროკავშირის დაფინანსებით, უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ფონდი „ტასო“-ს წარმომადგენლები: დირექტორი - ქალბატონი მარინა თაბუკაშვილი და მოადგილე - ქალბატონი ცისანა გოდერძიშვილი.
სიახლეები
შეხვედრა ფონდ ტასოს წარმომადგენლებთან
04 აგვ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4325
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
60
აგვ 20 ხუთ 2026
1134
ივლ 06 ორშ 2026
2027
ივლ 03 პარ 2026
1899
ივლ 02 ხუთ 2026
2265
ივლ 03 პარ 2026
1951




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































