ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ძველი ასფალტო–ბეტონის საფარის მოხსნა (მოფრეზვა) და შემდეგი გამოყენებისათვის შეგროვება, არსებულ საფუძველზე შემასწორებელი, სტაბილიზირებული ფენების და ასფალტ–ბეტონისათვის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ტროტუარების კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ ქუჩებს სრული რეაბილიტაცია არ ჩატარებია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას. აღნიშნული პროექტის ინიციატორია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობები. სამუშაოები მიმდინარე წლის 21 მაისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით 21 სექტემბერს არის გათვალისწინებული. სამუშაოები ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“-ს დაკვეთით, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 728.415 ლარს შეადგენს.
სიახლეები
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
60
აგვ 20 ხუთ 2026
1134
ივლ 06 ორშ 2026
2027
ივლ 03 პარ 2026
1899
ივლ 02 ხუთ 2026
2265
ივლ 03 პარ 2026
1951




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































