თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სახურავის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები. სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ სამღერეთის სკოლაში დასრულდა სპორტული დარბაზის სახურავის აღდგენა.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მოსწავლეებს უკეთესი პირობები ექმნებათ“ - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ხოლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოთხივე პროექტის ჯამური ღირებულება 419 818 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მერი თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ზურაბ აზარიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა



















































