თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

სოფელ დუმანისთან მშენებარე სახიდე გადასასვლელი
30 მაი 2016
 

29 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე ასლანკას ადიდება გამოიწვია.

ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფელ დუმანისთან მშენებარე სახიდე გადასასვლელს, მოვარდნილმა წყალმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია და გამოიწვია სახიდე გადასასვლელზე მიმდინარე მშენებლობის სამუშაოების შეფერხება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით პრობლემა დროულად იქნა აღმოფხვრილი, ოპერატიულად მოხდა ადგილზე ტექნიკის მობილიზება და დატბორილი ტერიტორიის გაწმენდა. ამჟამად, აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს შეუფერხებლად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7828
 
 
 
სიახლეები
იან 00
1701
ივლ 02 ოთხ 2025
4030
ივნ 27 პარ 2025
3944
აგვ 12 სამ 2025
4239
ივლ 01 ორშ 2024
6872
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1701