თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება
25 თებ 2023
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში  მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

შეხვედრებს, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, მოდგილესთან, დევი დევიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.

მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, დასახლებების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტები შეირჩა.

საკონსულტაციო შეხვედრები, მოსახლეობასთან ამჯერად , ბორბალოს, ასურეთისა და ჯორჯიაშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

2023წლის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გარე განათების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა, სასაფლაოების შემოღობვა, სკვერებში საბავშვო ატრაქციონების განთავსება.

შეგახსენებთ, რომ 2023წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 894 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 21 თებერვლიდან, 9 მარტის ჩათვლით გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 8309
 
 
 
განცხადებები
აგვ 17 კვ 2025
3651
ივლ 07 ორშ 2025
3490
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1713