თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
მერია

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, ასევე მერის პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ინფრას
04 ნოემ 2026
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილთან, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილთან, ასევე მერის პირველ მოადგილე თემურ შუბითიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქალაქ თეთრიწყაროში კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე შენობაში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე მოეწყობა ტრანსფორმირებადი სპორტული მოედანი, რომელიც სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოემსახურება, ხოლო მეორე სართულზე განთავსდება ცეკვისა და მუსიკის ოთახები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 222 000 ლარს შეადგენს.
ასევე, დასრულების ეტაპზეა ქალაქ თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის N2-ში მდებარე მუნიციპალური შენობის მეორე სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება 775 277 ლარია.
მიმდინარე სამუშაოები ასევე დაათვალიერეს მერის მოადგილე რამაზ გულბანმა, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა შალვა მეგულაშვილმა, მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსმა ზურა ზარდიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ზარქუამ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 170
 
 
 
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები