თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

ხულუტის ციხე-დარბაზი
01 მარ 2017
 

ხულუტი-ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი  აგებულია XVIII  საუკუნის  I მესამედში. იგი  მდებარეობს მდინარე ხრამის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ხულუტის ციხის აგების შესახებ ინფორმაციას გადმოგვცემს ალექსანდრე ორბელიანი: შაჰ-აბასის ერთ-ერთ ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია ყაფლან ორბელიანისთვის მისი შვილი გამოუთხოვია ირანში აღსაზრდელად. ყაფლანმა თავისი უმცროსი ვაჟი ორბელი გაგზავნა. გარკვეული დროის შემდეგ ორბელი დაბრუნდა საქართველოში და თან ყორჩიბაშის გამოგზავნილი წერილი და ფული ჩამოიტანა. ყორჩიბაშის წერილში ყაფლანს სწერდა, რომ იგი ფარულად ქრისტიანი იყო და გამოგზავნილი ფულით ფიტარეთის მცირე ტაძრის შემკობას ითხოვდა. არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყაფლანმა იმ ფულით ხულუტის ციხე ააგო. ყორჩიბაშმა კი კიდევ გამოგზავნა ფული, რომელიც ეკლესიას მოხმარდა. ამრიგად ხულუტის ციხე ყაფლან ორბელიანს აუგია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
 ციხის ციტადელი საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულების 5 კოშკისგან შედგება (მათ შორის 8 სართულიანი). ყველა სართული აღჭურვილია ბუხრებით და სხვადასხვა სამეურნეო-საცხოვრებელი ნიშებით. კოშკის მეშვიდე და მერვე  სართულები იყო საბრძოლო დანიშნულების და მასზედ ლოდსატყორცნები ყოფილა განლაგებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 14034
 
 
 
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    იან 00
    909
    ნოემ 27 ხუთ 2025
    1230