თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა
20 მაი 2025
 

მიმდინარე წლის, 23 მაისს, 12 საათზე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში, დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება. 

მის: კურორტის ქ.N4

გაცნობებთ, რომ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის

განაშენიანების გეგმის" შემუშავების მიზნით, სსიპ-სივრცითი და

ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს „ურბანიკა“-ს შორის

დადებული საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების №161-2023 ფარგლებში შპს

"ურბანიკა"-მ 2024 წლის 20 მაისს მე-4 ეტაპის შესაბამისად წარმოადგინა მანგლისის

განაშენიანების გეგმის კონცეფცია.

საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“-ს და „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

დაგეგმვის მიზანია, დასახლების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

განხილვა იქნება ღია, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების

წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს სსიპ - სივრცითი

და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის

მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;

აღნიშნული დოკუმენტაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/18m1kOt8YkMTKucjZaUMxaLyk4-7wMXH5?usp=sharing

 
 
მნახველთა რაოდენობა: 530
 
 
 
განცხადებები
 

2025 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები

 

Loading...