თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კუტურის სახლი და სპორტკომპლექსი
26 დეკ 2024
 

ქალაქ თეთრიწყაროში 

კულტურის სახლისა და სპორტ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

კომპლექსის  სამშენებლო სამუშაოები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია ტრანსფორმირებადი მოედანი, რომელიც გამოიყენება, როგორც

კალათბურთის, ფეხბურთისა და სხვა სპორტული აქტივობებისათვის, ასევე კულტურული ღონისძიებების

ჩასატარებლად. შენობა მთლიანად

ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

დაგეგმილია პანდუსებისა და სველი წერტილების მოწყობა, ამავე სართულზე გათვალისწინებულია დამხმარე

სათავსოები. მეორე სართულზე განთავსებული იქნება ცეკვისა და მუსიკის ოთახები, სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა და გამოსაცვლელები.

კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი როგორც მსუბუქი ავტომობილებისათვის, ასევე ავტობუსებისათვის.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და მისი ღირებულება სამი 3 200 000 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4603
 
 
 
სიახლეები
იან 00
930
ივლ 02 ოთხ 2025
3223
ივნ 27 პარ 2025
3122
აგვ 12 სამ 2025
3365
ივლ 01 ორშ 2024
6088
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
930
ნოემ 27 ხუთ 2025
1245