ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი გავიდა!
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა, მამა პავლე ზურაბიანმა, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.