თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2022-09-16
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდა. მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა მოადგილესთან ლია ზურებიანთან, ცენტრის ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან ერთად ახლადრეაბილიტირებული სოფელ ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღი საზეიმოდ გახსნა.
ვრცლად
2022-09-15

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 210 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა საზეიმოდ, ეროვნული ჰიმნის ფონზე გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური რესურსცენტრის უფროსთან ზურაბ აზარიაშვილთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებს პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და განახლებულ სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება პირადად მიულოცა.

ვრცლად
2022-09-06

6 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი თვითთმარველობის წარმომადგენლები და დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
2022-09-05

თანამედროვე აგრო რეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP - ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვრცლად
2022-09-01

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2022 წლის 9 აგვისტოს №419 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე". 

ვრცლად
2022-08-29

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „ნიუ ჯეო როუდის“ მიერ ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის საწარმოს, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების და ბიტუმის რეზერვუარების მოწყობა-ექსპლუატაცია;

ვრცლად
2022-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად დაესწრო.

ვრცლად
2022-08-09

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე დელეგაცია გაეცნო რეგიონის კულტურასა და ისტორიას, რაც მცირე პრეზენტაციის სახით იყო წარმოდგენილი.

ვრცლად
2022-08-04

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ტურიზმის დარგში ექსპერტების ჩართულობით, მუნიციოალიტეტში შედგა საინფორმაციო ტური და სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ტურიზმი - რეგიონის მდგრადი განვითარების ფაქტორი".

ვრცლად
2022-07-25

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის, ,,სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“, ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ფაცაციამ და პროექტის მენეჯერმა, მარიამ ჯიბუტმა გამართეს.

ვრცლად
2022-07-05

2022 წელს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი „ლეგენდა მოთხრობაში“, რომელიც აერთიანებს მე-20 საუკუნის გამორჩეული მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის (1904-1930) შემოქმედების ნაწილს.

ვრცლად
2022-07-21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას ცოფისა და სხვა გადამტანი დაავადების გავრცელებაში.

ვრცლად
2022-06-01

ღონისძიება თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა - განათლებისა და კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა. მოზარდების გართობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა როგორც მუსიკალური ნომრებით, ასევე სხვადასხვა თამაშებით.

ვრცლად
2022-05-29

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ,,ევროპის დღეები 2022" - ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც იყო მოქალაქეების ინფორმირება ევროკაშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ, რაც თავის მხრივ საქართველოს საზოგადოების ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის წინაპირობაა.

ვრცლად
2022-05-05

თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა ვიცე მერთან დევი დევიძესთანა და მერიის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ადგილზე პირადად დაათვალიერა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მიმდიანრე სამუშაოები.

ვრცლად
2022-01-26

თეთრიწყაროს მერი პირადად გაეცნო მათ პრობლემებს, საჭიროებებს და ერთად იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

ვრცლად
2022-01-21

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა და მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმუნიზაციის აუცილებლობაზე და მოსახლეობას მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამა გააცნეს, რომელიც ითვალისწინებს 50წელს ზემოთ ვაქცინირებულ მოქალაქეებზე წამახალისებელი 200ლარიანი დანამატის გაცემას.

ვრცლად
2022-01-14

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მიზნით,  მოქალაქეებთან შეხვედრის ოფიციალურ დღედ  ოთხშაბათი გამოაცხადა.

ვრცლად
2020-12-31

ა.(ა)ი.პ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად

ვრცლად
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
542