თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ სამღერეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
20 თებ 2018
 

20 თებერვალს სოფელ სამღერეთში  40 აღსაზრდელზე  გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.დღეიდან ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას.ახალი საბავშვო ბაღის  შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით და  დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემები. მნიშვნელოვანია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2015 წელს მომზადდა ბაღის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება.სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია შპსმამკო“. პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს: 455 580,95 ლარს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 378 719,36  ლარ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 76861,59 ლარი.სამღერეთის საბავშვო ბაღი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3444
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
519
იან 07 შბ 2023
2746
ოქტ 24 ორშ 2022
2530
ოქტ 07 პარ 2022
2806
ოქტ 11 სამ 2022
2393
 

2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
თებ 09 პარ 2024
502