თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბაზალტის, მადნეულის, თეთრი ქვის, კირის, მარგანეცის საბადოები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ეკონომიკური დანიშნულებით.

მიწის რესურსი
2007 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული მიწის საერთო ფართობი 117 446 ჰა-ს შეადგენს. აქედან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს უკავიათ 50 751 ჰა, რაც საერთო მიწის ფონდის 43,2%-ია.
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები შემდეგნაირად ნაწილდება: საძოვარი 25 549 ჰა - 50%; სათიბი 6 674 ჰა -13%; სახნავი 18 528 ჰა - 36%; მრავალწლიანი ნარგავები 677 ჰა- 1,3%.
სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი- 82,4% ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაა, მათ შორის, სახნავი ფართობების 61,4% სახელმწიფო ფონდში ირიცხება. 2008 წლიდან მიწების პრივატიზაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.

წყლის რესურსი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება ორი მოზრდილი მდინარე - ალგეთი და ხრამი, ორი მცირე სიდიდის- ვერე და ასლანკა, ეს უკანასკნელი მდინარე ხრამს უერთდება. მდინარე ალგეთი სათავეს იღებსკლდეკარის მთიდან (თრიალეთის მთაგრეხილი), მისი სიგრძე 108 კმ, ხოლო აუზის ფართობი-763 კმ2-ია, იგი მდინარე მტკვარს მარჯვენა მხრიდან ერთვის.
მდინარე ხრამი (ქცია) სათავეს იღებს წალკის მუნიციპალიტეტში, თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, მარნეულის ტერიტორიებს გაივლის და მტკვარს აზერბაიჯანში უერთდება. მისი სიგრძე 117 კმ, ხოლო აუზის ფართობი -6 280 კმ2-ია.
მდინარე ვერე სათავეს იღებს დიდგორის მთის მიდამოებში, მისი სიგრძეა 45 კმ, ხოლო აუზის ფართობი-194 კმ2. იგი მდინარე მტკვარს ერთვის თბილისის მიდამოებში და მის მარჯვენა შენაკადს წარმოადგენს. მდინარე ასლანკა სათავეს ირებს ბედნის მთის მისადგომებიდან და მისი სიგრძე 20 კმ-ია.
მუნიციპალიტეტის ქვედა ზონა მდიდარია წყლის რესურსებით, რასაც ვერ ვიტყვით ზედა ზონაზე.
წყალდიდობები და მეწყერები ძალზე იშვიათი მოვლენაა მუნიციპალიტეტისთვის.